ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ-ქართული და აღმოსავლურ-ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები, რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ. თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.
დიაოხის ქართველ ტომთა ძველ აღმოსავლური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო . სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ.არზრუმის მიდამოებიც შემოდიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა , ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავზღვამდე აღწევდა .
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუსახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .
საქართველოს ისტორია ანტიკურ ხანაში[რედაქტირება]
ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები[რედაქტირება]
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდანშემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ , შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ , ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე . “ |
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუსახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .
Комментариев нет:
Отправить комментарий